wm.maqsime agmsareblis saxelobis tadzris maketi

წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეორე სამეცნიერო საღვთისმეტყველო კონფერენცია 9 – 15 ოქტომბერი, 2007

  კონფერენციის პროგრამა:
  • ცაგერის წმ.მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის პროექტის წარდგენა - 10 ოქტომბერი (თბილისი);

  • სამეცნიერო სხდომები - 10 – 11 ოქტომბერი (თბილისი);

  • წმიდა მაქსიმე აღმსარებლთან დაკავშირებული წმიდა ადგილების მოლოცვა – 12 ოქტომბერი (ცაგერი, ლენტეხი);

  • პრესკონფერენცია-13 ოქტომბერი(ტბილისი)

  • უფლის კვართის დღესასწაული - 14 ოქტომბერი (თბილისი);

  • უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს პარტიარქისა და მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსის ილია 2 -ის აღსაყდრების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება 14 ოქტომბერი (მცხეთა);



-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია 10 - 11 ოქტომბერი. 2007

10 ოქტომბერი;11:00

    კონფერენციის გახსნა

1.    წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდისა და წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის ვებ-გვერდის (www.st-maximus.org) წარდგენა.

    მოხსენებები:

11 ოქტომბერი; 11:00





წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო საღვთისმეტყველო კონფერენცია 12 - 17 სექტემბერი, 2005

საქართველოში, ქ. თბილისში, საქართველოს საპატრიარქოსა და წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო საღვთისმეტყველო ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის თაოსნობით ჩატარდება წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

  კონფერენციის პროგრამა:
  • კონფერენციის გახსნა 12 სექტემბერი (თბილისი);

  • სამეცნიერო სხდომები 13-14 სექტემბერი (თბილისი);

  • წმიდა მაქსიმე აღმსარებლთან დაკავშირებული წმიდა ადგილების მოლოცვა 15-16 სექტემბერი (ცაგერი, ლენტეხი);

  • კონფერენციის დახურვა 17 სექტემბერი (თბილისი);

  • პრეს-კონფერენცია 17 სექტემბერი (თბილისი);

  კონფერენციის მონაწილენი და მათი მოხსენებები:

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ

1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის.
2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით.
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათაგან განათავისულფებს. ყველაფრისაგან თავისუფალი გონება ღვთის სიყვარულით იმსჭვალება.
4. ღვთის მოყვარული ღვთის ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას ღვთის შემეცნებას ანიჭებს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ.
5. თუკი ყოველივე ღვთისაგან და ღვთისათვის არსებობს, მაშინ ღმერთი თავის მიერ ქმნილ ყველა არსებაზე უმჯობესია: ამიტომ ის, ვინც ღმერთს დაუტევებს და ამაო საგნებით მოიხიბლება, დაამტკიცებს, რომ ღმერთთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც ღვთისაგან არსებობს.