wm.maqsime agmsareblis saxelobis tadzris maketi
“ტაძრის აგება ღვთის მხსნელი მადლის დამკვიდრებას ნიშნავს ყოველ სოფელსა და ქალაქში რაც სიყვარულის, სიკეთის და მარადიული ცხოვრების საწინდარია.”

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II
ერთად ავაგოთ ტაძარი!

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი რესპუბლიკა:
ანგარიში ლარებში: 3608080392
სავალუტო ანგარიში: 3618080392
სახალხო ბანკის ცაგერის ფილიალი:
ბანკის კოდი: 220101447
ანგარიში ლარებში: 33050064
wm.maqsime agmsareblis saxelobis sakatedro tadzris maketi


ღმერთის წყალობით, უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII ლოცვა-კურთხევთ, ცაგერის რაიონულ ცენტრში უდიდესი მოძღვრისა და წმინდანის მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა იწყება.
უკანასკნელ წლებში ხშირია შემთხვევები, როცა სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური და სამეცნიერო მოღვაწეები სპეციალურად ჩამოდიან საქართველოში, უდიდესი წმინდანის მაქსიმე აღმსარებლის საფლავის თაყვანისცემის მიზნით, რომელიც ცაგერში, მურის ციხესთან მდებარეობს.
მაქსიმე აღმსარებლის ტაძარი ქვეყნის გაერთიანება-აღორძინების, ახალგაზრდობის განათლების, მართლმადიდებლური სულიერი მრწამსის და ზნეობრივი აღზრდის, უფროსი თაობის ქრისტიანული განწმენდის, ღირსეულ წინაპართა ეროვნული ტრადიციების და მათი ნათელი ხსოვნისათვის პატივისცემის დამკვიდრების შემოქმედებით ცენტრად წარმოჩინდება არა მარტო ლეჩხუმის რეგიონში.
ამ ტაძრის აშენებას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. იგი ხელს სეუწყობს ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არსებული საგანგაშო დემოგრაფიული კრიზისის სეჩერებას და ამ რეგიონის აღორძინებასა და აყვავებას.
საპროექტო სამუშაოები დასრულდა, შერჩეული და გამოყოფილია ტაძრის ასაშენებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ცაგერის ცენტრში. შექმნილია ტაძრის მშენებლობის ფონდი და საინიციატივო ჯგუფი, შერჩეულია ტაძრის მშენებლობის ხელმღვანელები, საჭიროა ფინანსების მოზიდვა ამ საღმრთო საქმის აღსასრულებლად.
გთხოვთ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა და შეიტანოთ თქვენი წვლილი 21 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ტაძრის მშენებლობის საშვილიშვილო საქმეში.
აქვე გაცნობებთ, რომ ტაძრის მშენებლობაში განსაკუთრებულ ღვაწლმოსილთა (ქველმოქმედთა) გვარები ამოკვეთილი იქნება ეკლესიის კედელზე. წინასწარ მადლობას მოგახსენებთ ღვთისა და ერის საქმეში თანადგომისათვის.

ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.

პატივისცემით,
წმ.მაქსიმე აღმსარებლის ტაძრის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის სახელით ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე
საზოგადოება ”ლეჩხუმი” - ს პრეზიდენტი ანზორ ბურჯანაძე
 
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ

1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის.
2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით.
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათაგან განათავისულფებს. ყველაფრისაგან თავისუფალი გონება ღვთის სიყვარულით იმსჭვალება.
4. ღვთის მოყვარული ღვთის ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას ღვთის შემეცნებას ანიჭებს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ.
5. თუკი ყოველივე ღვთისაგან და ღვთისათვის არსებობს, მაშინ ღმერთი თავის მიერ ქმნილ ყველა არსებაზე უმჯობესია: ამიტომ ის, ვინც ღმერთს დაუტევებს და ამაო საგნებით მოიხიბლება, დაამტკიცებს, რომ ღმერთთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც ღვთისაგან არსებობს.