wm.maqsime agmsareblis saxelobis tadzris maketi
 უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

 ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (საქართველოს საპატრიარქო)

 ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა მგალობლიშვილი (საქართველო)

 ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი სილოგავა (საქართველო)

 ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი ვასილიოსი.. (კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია);
 ბერი ელია ხალიფი (ანტიოქიის საპატრიარქო);

 თეოლოგიის დოქტორი ალექსი სიდოროვი (რუსეთი);

 თეოლოგიის დოქტორი ჟან-კლოდ ლარშე (საფრანგეთი);

 პროფესორი იოსებ პატრიხი (იერუსალიმი);

 ფილოლოგიის პროფესორი ბერნარ უტიე (საფრანგეთი);

 ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი ბრიგიტა შრადე (გერმანია);

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ

1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის.
2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით.
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათაგან განათავისულფებს. ყველაფრისაგან თავისუფალი გონება ღვთის სიყვარულით იმსჭვალება.
4. ღვთის მოყვარული ღვთის ქმნილებებზე მეტ მნიშვნელობას ღვთის შემეცნებას ანიჭებს და დაუცხრომლად ისწრაფვის მისკენ.
5. თუკი ყოველივე ღვთისაგან და ღვთისათვის არსებობს, მაშინ ღმერთი თავის მიერ ქმნილ ყველა არსებაზე უმჯობესია: ამიტომ ის, ვინც ღმერთს დაუტევებს და ამაო საგნებით მოიხიბლება, დაამტკიცებს, რომ ღმერთთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც ღვთისაგან არსებობს.